Add caption |
Friday, December 20, 2013
აფხაზიშვილების გვარის ისტორია
აფხაზი-ტომის აღმნიშვნელი სიტყვაა, აქედან კი მომდინარეობს გვარები:აფხაზი, აფხაზავა, აფხაზიშვილი. "სატომო სახელთაგან ზოგი ისევე წმინდა ფუძით გვხვდება აფხაზი, ბერძენი, დვალი, ლაშხი, სვანი და ა.შ. თავადი_აფხაზიშვილი ესენი არიან აფხაზეთიდან მოსულნი ოდეს იწყეს მიმადინობა აფხაზთა. ესენი მოვიდნენ კახეთსა და მეფემან თეიმურაზ მიიღო თავადობისა ხარისხითა აფხაზად წოდებულნი, რომელნიც ეწოდებიან აწ აფხაზიშვილებად და უბოძა კარდენახს სახასო მამულნი და ყმანი და მუნ საცხოვრობენ, მუნ ჟამიდან წელსა 1636-სა არიან ერთ სახლად. ალგეთში დავალათას ხევის მარჯვენა მხარეს, ბოღრანეთის სამხრეთით, ხორბუკის აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით 1654 წელსა მოიხსენება მებატონე აფხაზი. საქართველოში 151 აფხაზიშვილი ცხოვრობს თბილისში 101, გარდაბანში 28, გურჯაანში-9. არიან სხვაგანაც 95 აფხაზიშვილი
Thursday, December 19, 2013
გვიყვარდეს ჩვენი გვარი
თითოეულ ქართველს ძალიან უნდა გვიყვარდეს ჩვენი გვარის ისტორია, ჩვენი გვარის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს თავისი გვარის ისტორია, საიდან მოდიან თავისი გვარის წინაპრები, სად ჩაეყარა საფუძველი თავის გვარს, რას წარმოადგენდნენ თავისი წინაპრები. მე ძალიან დამაინტერესდა ჩემი გვარის ისტორია და მინდა ვოცოდე ვინ იყვნენ იგი და საიდან მოდიან დღემდე.
Subscribe to:
Posts (Atom)