Friday, December 20, 2013

აფხაზიშვილების გვარის ისტორია

აფხაზი-ტომის აღმნიშვნელი სიტყვაა, აქედან კი მომდინარეობს გვარები:აფხაზი, აფხაზავა, აფხაზიშვილი. "სატომო სახელთაგან ზოგი ისევე წმინდა ფუძით გვხვდება აფხაზი, ბერძენი, დვალი, ლაშხი, სვანი და ა.შ. თავადი_აფხაზიშვილი ესენი არიან აფხაზეთიდან მოსულნი ოდეს იწყეს მიმადინობა აფხაზთა. ესენი მოვიდნენ კახეთსა და მეფემან თეიმურაზ მიიღო თავადობისა ხარისხითა აფხაზად წოდებულნი, რომელნიც ეწოდებიან აწ აფხაზიშვილებად და უბოძა კარდენახს სახასო მამულნი და ყმანი და მუნ საცხოვრობენ, მუნ ჟამიდან წელსა 1636-სა არიან ერთ სახლად. ალგეთში დავალათას ხევის მარჯვენა მხარეს, ბოღრანეთის სამხრეთით, ხორბუკის აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით 1654 წელსა მოიხსენება მებატონე აფხაზი. საქართველოში 151 აფხაზიშვილი ცხოვრობს თბილისში 101, გარდაბანში 28, გურჯაანში-9. არიან სხვაგანაც 95 აფხაზიშვილი

1 comment:

  1. კარგი დასაწყისია,ასე განაგრძე.სხვა აქტივობებიც განახორციელე და განათავსე.

    ReplyDelete